ბაღდათელმა ანა ფხალაძემ და მერაბ ნერგაძემ ერთი წლის წინ მოგზაურთა კლუბი დაარსეს. ისინი ტურებს ქვეყნის მასშტაბით აწყობენ და მათს განრიგში ბაღდათის ღირშესანიშნაობების დათვალიერებას კი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
სოფელი ხანი
სოფელი ხანიც ანას და მერაბის ერთ-ერთი მთვარი ტურისტული მოგზაურობის ერთ-ერთი აუცილებელი მიმართულებაა.
ეს ალბათ ერთი ჩვეულებრივი სოფელი იქნებოდა, რომ არა ქვევრის ყველი, რომელსაც ტრადიციულად აქ უკვე საუკუნეებია, ამზადებენ. თუმცა აქ, ქვევრის ყველის გარდა, ბევრი საინტერესო რამის აღმოჩენა შეიძლება. სახლების გამორჩეული არქიტექტურა პირველია, რასაც ამ სოფელში მოხვედრილი ადმიანი ამჩნევს.
აქ ყველა სახლი ხისაა. ადგილობრივების მიერაა გაკეთებული და განსხვავება მხოლოდ მათი ფორმა და ჩუქურთმებია.
სოფელში ისტორიული მნიშვნელობის ორი ეკლესიაა.
12 მოციქულის სახელობის ეკლესია ამჟამად მოქმედია. გადმოცემის მიხედვით, ეკლესია იმ ადგილასაა აშენებული, სადაც ანდრია პირველწოდებული გაჩერდა.
მე-11 საუკუნის წმინდა გიორგის ტაძარი კი ნანგრევაბდაა ქცეული და მოუვლელია.
"მე-11 საუკუნეში ეს ერთ-ერთი დიდი ტაძარი უნდა ყოფილიყო და მისი არქიტეტურის გათვალისწინებით იმის თქმა შეიძლება, რომ ამ სოფელში დიდგვაროვნები ცხოვრობდნენ."
ანა ფხალაძე
კაკას ხიდი დაახლოებით, 1907 წლით თარიღდება. როგორც ანა ფხალაძე გვეუბნება, ის აგებულია იმ მასალისგან, რომელიც ეიფელის კოშკის მშენებლობის დროს მორჩენიათ. „ასეთიხიდიზეკარისხეობაშიხუთიადაროგორცვიცით,მათმალეკულტურულიმემკვიდრეობისძეგლისსტატუსსმიანიჭებენ.ბაღდათიდანაბასთუმნისკენგზაგაჰყავთ.ამხიდებსმათიმნიშვნელობისგამოარეხებიან.ახალხიდებსაშენებენ."- ამბობს ანა.
არსებობს ლეგენდა, რომ კაკა ერთ-ერთი ადგილობრივის სახელი იყო, რომელიც ბოროტებით გამორჩეოდა. ვინც ამ ხიდს გადაივლიდა, ითვლებოდა, რომ კაკას გადაურჩა და უკვე სამშვიდობოს იყო. ამიტომაც ხიდს კაკასხიდი ჰქვია.
ამ ადგილას ხანის ერთ-ერთი ისტორიული ღირშესანიშნაობაა, სამგანყოფილებიანი საწნახელი.
ბუნებრივი ქვისგან სამაუზიანი საწნახელი სავარაუდოდ XII-XIII საუკუნეების უნდა იყოს. სამივე აუზი ადგილობრივებს გაუკეთებით. სამივეგან ერთდროულად დაწურული ღვინო მილით ქვევრში ჩაედინებოდა.
რატომ სამნავიანი? სამებასთანაა დაკავშირებული რელიგიურად. ეს ეკლესიების შესაწირავი ღვინო იყო. სამწუხაროდი ეს ახლა მოუვლელი ადგილია. ტყეში ჯერ კიდევ შემორჩენილია ვენახის ნაკვალევი. ეს არის ისტორიული მნიშვნელობის ძეგლი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. შესაძლებელია ალბათ ამის აღდგენა. წარმოდიგინეთ, რომ ტურისტს შესაძლებლობა ჰქონდეს თან დაწუროს ღვინო, თუმცა შესაძლებელია მისი დაკონსერვებაც და ისე მოწყობა რომ არ დაინგრეს.
მერაბ ნერგაძე
მდინარე ხანისწყლის მარცხენა ნაპირზე ბილიკი საქუხარას ჩანჩქერთან მიდის.
როგორც მერაბი ამბობს, ბუნებრივი და ისტორიული ძეგლების ასეთი მრავალფეროვნება შესაძლებლობას ქმნის, რომ ქართველი და უცხოელი ტურისტებისთვის აქ უფრო ხშირად ჩატარდეს ერთდღიანი ტურები.
რამდენიმე ისტორიულ ძეგლთან ერთად ხანი ბუნებრივი ლანდშაფტითაც გამოირჩევა, თუმცა პოპულარულ ტურისტულ რუკებზე მას ხშირად ვერ წააწყდებით. როგორც ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსი, გოჩა ხორავა გვეუბნება, იგეგმება ტურისტული ინფასტრურქტურის მოწყობა საქუხარას ჩანჩქერსა და ხანის საწნახელზე.
"საუბარია მინიმალურ ჩარევაზე. ბუნებრივი ძეგლია და არ გვინდა, რომ ზედმეტად ჩავერიოთ რათა არ შეიქმნას რაიმე ველური ბუნებისათვის არადამახასიათებელი."
გოჩა ხორავა
როგორც გოჩა ხორავა ამბობს, ხანის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული ატრაქცია გულაშვანის დენდროლოგიური პარკია. აქ 33 სხვადასხვა ჯიშის უნიკალური ნაძვის ხეა გაშენებული.
სოფელში ტურისტების მოზიდვის ერთ-ერთ წყაროდ კულინარიული ტურების მოწყობასაც მიიჩნევენ. ადგილობრივები ბაზარზე დამოკიდებული არ არიან. თითქმის ყველა პროდუქტი თავად მოჰყავთ.